ფეხბურთი

10:49 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავი სამშობლოში დაბრუნდა

იტალიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და “მილანის” საკუთრებაში მყოფი სტეფან ელ შაარავი სამშობლოში დაბრუნდა. 23 წლის შემტევი სეზონის დარჩენილ ნაწილს “რომაში” გაატარებს. ამის შესახებ sky sport-ი იტყობინება. “მილანის” ექსფორვარდი უკვე იტალიაში ჩაფრინდა და იტალიურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

“იტალიაში დაბრუნება ემოციურია. ახლა ლაპარაკის დრო არაა და უფრო მეტად მუშაობა მმართებს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყოველივე ჩემს ხელშია”, - თქვა ელ შაარავიმ.

იმედისმომცემი თავდამსხმელი, რომელმაც სეზონის განვლილი ნაწილი ფრანგულ “მონაკოში” გაატარა, “რომაში” 2016 წლის ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს. სტეფანმა “მონაკოს” რიგებში ლიგა 1-ში 15-ჯერ იასპარეზა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102973