“ხეტაფეს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალექსის რუანო კარიერას “ბეშიქთაშში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
30 წლის მცველმა ახალ კლუბთან 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ცნობის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.
ალექსისი “ხეტაფეში” 2013 წლის ზაფხულიდან თამაშობდა, ხოლო იქამდე “სევილიასა” და “ვალენსიას” ღირსებასს იცავდა. მან მიმდინარე ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.