ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტური შესანიშნავად წარიმართა “ბარსელონასთვის”. კატალონიელებმა შაბათს გასვლაზე “მალაგას” სძლიეს, ხოლო გუშინ მისმა კონკურენტებმა, მადრიდულმა გრანდებმა “ატლეტიკომ” და “რეალმა” სევილიურ კლუბებთან “სევილიასთან” და “ბეტისთან” წაიბორძიკეს.
“რეალი” “ბენიტო ვილამარინზე” “ბეტისს” დაუპირისპირდა და ალვარო სეხუდოს მიერ მე-7 წუთზე გატანილი ლამაზი გოლით დიდხანს მარცხდებოდა, თუმცა 71-ე წუთზე წონასწორობა ქარიმ ბენზემამ აღადგინა. რასაკვირველია, მთელი შეხვედრის განმალობაში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტი ბურთის გატანა ვეღარ შეძლეს, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ანტონიო ადანს მიუძღვის, რომელმაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
კვლავ აქტუალურია მსაჯობა. პირველ ნახევარში ხუან მარტინეს მუნუერამ ქარიმ ბენზემასთან უხეშობისთვის ნაღდი პენალტი არ დაუდო “რეალს”, ხოლო მეორე ნახევარში მადრიდელთა გატანილი გოლი ძალიან ჰგავდა თამაშგარეს.
“ატლეტიკომ” შინ “სევილია” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ დიდ უპირატესობას ფლობდა და 61-ე წუთიდან სტუმრები 10 კაცით თამაშობდნენ, ანდალუსიელთა კარის აღება მაინც ვერ შეძლო და ქულას დასჯერდა. “როხიბლანკომ” ძელსაც გაარტყა, ხოლო რამდენიმე მომენტში სერხიო რიკომ ითამაშა ბრწყინვალედ და თავის გუნდს ქულა მოუპოვა, ხოლო “ატლეტიკოს” მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა – 0:0.
ლა ლიგაში ზედიზედ მე-10 მატჩი ვერ მოიგო “ვალენსიამ”, რომელიც გასვლაზე “დეპორტივოს” დაუზავდა. “ღამურები” წაგებისგან 93-ე წუთზე ალვარო ნეგრედომ იხსნა, რომელმაც თავური დარტყმით მოუპოვა ქულა თავის გუნდს – 1:1.
დღის პირველი შეხვედრა “სან მამესზე” შედგა, სადაც “ბილბაომ” ბასკურ დერბიში “ეიბარი” გაანადგურა. გამოსარჩევია არიც ადურისის მშვენიერი თამაში, რომელმაც დუბლი მიითვალა და პირველი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა.
21 ტურის შემდეგ “ბარსელონასა” და “ატლეტიკო” თანაბარი 48-48 ქულა აქვთ, თუმცა კატალონიურ გრანდს 1 მატჩი თადარიგში აქვს. რაც შეეხება “რეალს”, ისინი დუეტს 4 ქულით ჩამორჩებიან.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში “ბარსელონა” შინ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.
ბილბაო – ეიბარი 5:2 (3:1)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ბოვედა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი (ვიგუერა 84), სან ხოსე, მუნიაინი (მ.რიკო 72), საბინი (ლეკუე 78), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ეიბარი (4-4-2): რიესგო, რამისი (პანტიჩი 14), მ.დოს სანტოსი, კაპა, ხუნსა, ადრიანი (ესკალანტე 46), დ.გარსია, კეკო, ბერხონი (პალეტეირო 57), ბასტონი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1;3:2 ბასტონი (4;50 პენ.), 1:1;4:2 ადურისი (12;52), 2:1 საბინი (27), 3:1 ლაპორტე (40), 5:2 მ.დოს სანტოსი (ს.კ.)
გაფრთხილებები: ლაპორტე, სუსაეტა – ესკალანტე, კეკო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ატლეტიკო – სევილია 0:0
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, ა.ფერნანდესი (კარასკო 46), გაბი, საული (ჯ.მარტინესი 76), კოკე, ვიეტო (კორეა 80), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კარისო, კოკე, ტრემულინასი, ნ’ზონზი, კრიხოვიაკი, ესკუდერო (კრონ-დელი 55), ბანეგა (კრისტოფორო 76), ვიტოლო, ლორენტე (გამეირო 71).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი, კარასკო, კორეა, ლუისი – ვიტოლო, ლორენტე, კარისო, ს.რიკო
გაძევება: ვიტოლო (61)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
დეპორტივო – ვალენსია 1:1 (1:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი (ხ.როდრიგესი 87), ფ.ნავარო, მოსკერა, ბერგენტინოსი, ფაჟრი (ლაურე 79), ლ.ალბერტო, კანი (ლუისინიო 68), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ვალენსია (4-2-3-1): რაიანი, მუსტაფი, აბდენური, გაია, ბარაგანი (ვეზო 53), ბარბოსა, ზაჰიბო (ბაკალი 60), პარეხო, მინა (როდრიგო 72), გომეში, ნეგრედო.
მწვრთნელი: გარი ნევილი
გოლები: 1:0 ლ.პერესი (27), 1:1 ნეგრედო (93)
გაფრთხილებები: ხუანფრანი, ლუქსი, არიბასი – გომეში, მუსტაფი, ვეზო
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბეტისი – რეალი 1:1 (1:0)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-2-3-1): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, ვარგასი, მოლინერო, ნ’დიაიე, პეტროსი, ფ.რუისი (სებალიოსი 51), სეხუდო (პორტილიო 76), კადირი (ხოაკინი 58), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო
რეალი (4-2-3-1): ნავასი, პეპე, ვარანი, მარსელო, დანილო (კარვახალი 64), კროოსი, მოდრიჩი, ხამესი (ხესე 80), ისკო, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 1:0 სეხუდო (7), 1:1 ბენზემა (71)
გაფრთხილებები: ვარგასი, პეტროსი, მოლინერო – დანილო, კარვახალი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა