იტალიის სერია A-ს XXI ტურის შემდეგ სკუდეტოს მაძიებელი ორი გუნდი გამოიკვეთა – “ნაპოლი” და “იუვენტუსი”. მილანის “ინტერის” დაღმასვლა კი გრძელდება და “ნერაძურიმ” ქულები ამჯერად დებიუტანტ “კარპისთან” გაანიავა.
ტურინის “იუვენტუსმა” ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ნაპოლის” მთავარი კონკურენტია – ანდაც პირიქით. მართალია, მასიმილიანო ალეგრის გუნდ ამჯერზე 3 ქულის მოპოვება გაუჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ მაინც მოიპოვა. “იუვე” მეტოქეს მთელი თამაში აღემატებოდა, ზეწოლასაც დროის გასვლასთან ერთად აძლიერებდა, რამაც შედეგი შეხვედრის მიწურულს, 77-ე წუთზე გამოიღო. პაულო დიბალას სახით “ბებერმა ქალბატონმა” ნამდვილი ბრილიანტი შეიძინა. სწორედ არგენტინელმა გაიბრწყინა ამჯერდაც, როცა პოლ პოგბას ჩინებული გადაცემა შირგო და დიაგონალური დარტყმით ვოიცეხ შჩესნის შანსი არ დაუტოვა. “რომას” რაც შეეხება, სკუდეტოზე შეუძლია აღარც იოცნებოს და სხვა მიზნები დაისახოს. “ჯალორისის” ვერც ლუჩანო სპალეტიმ დაატყო ხელი, ყოველშემთხვევაში პირველი ორი მატჩი “მგელბმა” მოუგებლად განვლეს.
“ნაპოლი” კი ამასობაში აღარ ხუმრობს და ისეთი პირი უჩანს, სკდეტოზე ნამდვილად გაიწევს. მაურიციო სარის გუნდმა XXI ტურში გენუაში, ადგილობრივ “სამპდორიას” ოფლის დაუღვრელად აჯობა – 4:2. რა თქმა უნდა, თამაში ისე, როგორ გაივლიდა, გონსალო იგუაინს გოლი რომ არ გაეტანა. “პიპიტას” უკვე 21 გოლი დაუგროვდა თუ “ნაპოლისა” და სკუდეტოს საკითხი გადასაწყვეტია, “კაპოკანონიერეს” ტიტულს ნამდვილად გონსალო დაისაკუთრებს.
სხვა თამაშებიდან აღსანიშნი რომის “ლაციოს” დამაჯერებელი გამარჯვებაა – 4:1. “არწივებმა” თამაში სუსტად დაიწყეს და ბოშტიან ცეზარის გოლით თავიდანვე აგებდნენ, მაგრამ სლოვენიელი მცველი საბოლოოდ მატჩის ანტიგმირი გახდა, რადგან პირველივე ტაიმში მოედნიდან გააძევეს. მერე კი, “ლაციალემ” მეტოქისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა და გაანადგურა.
მოიგო ფლორენციის “ფიორენტინამ” და მესამე ადგილი “ინტერს” გაუცვალა. “იებმა” იოსიპ ილიჩიჩისა და გონსალო როდრიგესის გოლებით “ტორინოს” აჯობეს. “ინტერმა” კი, კვლავ ფეხი დაიცდინა და აუტსაიდერ “კარპის” ვერაფერი მოუხერხა – 1:1. რობერტო მანჩინის სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ნერაძურის” ამბიციებისა და ოცნებების გვრდზე გადადება და რეალობაში დაბრუნება მოუწევს...
“ფიორენტინა” _ “ტორინო” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 28 000
“ფიორენტინა” (3-4-1-2): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი, რონკალია; ბერნარდესკი, ბორხა ვალერო, ხავი ვერდუ (ბლაშჩიკოვსკი 86), პასკუალი; ილიჩიჩი (ტინო კოსტა 67), კალინიჩი (სარატე 82); ბაბაკარი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
“ტორინო” (3-5-2): იჩაზო; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, აკქუა (ბენასი 72), ბაზელი (პრჩიჩი 81), ვივესი, მოლინარო; ბელოტი, იმმობილე (მარტინესი 72)
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (24), 2:0 როდრიგესი (83)
გაფრთხილება: რონკალია (75) – ძაპაკოსტა (56), გლიკი (60), ვივესი (62), მაკსიმოვიჩი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 6 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
“ვერონა” – “ჯენოა” 1:1 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 15 000
“ვერონა” (4-2-3-1): კოპოლა; პიზანო, მორასი, ელანდერი, სალა; ჰალფრედსონი, ვსჟოლეკი (იანკოვიჩი 81); იონიტა, გრეკო (სილიგარდი 57), რებიჩი (გომესი 46); პაცინი
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, იცო, მუნიოსი; ანსალდი, დზემაილი (რიგონი 59), რინკონი, ლაქსალტი; პეროტი (მარკეზე 68), პავოლეტი, სუსო (ჩერჩი 68)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 კოპოლა (19, ა.გ), 1:1 პაცინი (40)
გაფრთხილება: პიზანო (25), ჰალფრედსონი (90) – დზემაილი (35), დე მაიო (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 10 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ინტერი” – “კარპი” 1:1 (1:0) (მიმოხილვა)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მაყურებელი: 44 000
“ინტერი” (4-4-2): ჰანდანოვიჩი; მონტოია (ნაგატომო 76), მურილო, ჟუან ჟესუსი, ტელეში (მირანდა 46); ლიაიჩი, ბროჟოვიჩი, ფელიპე მელო, პერიშიჩი; პალასიო (იოვეტიჩი 84), იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“კარპი” (3-5-2): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, სუაგერი; ლეტიცია (დაპრელა 60), ბიანკო, კრიმი, პაშიუტი, მარტინიო (დი გაუდიო 73); მანკოსუ (ლასანია 69), მბაკოგუ
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
გოლები: 1:0 პალასიო (39), 1:1 ლასანია (90)
გაფრთხილება: ტელეში (20), პალასიო (63), იოვეტიჩი (89) – კრიმი (23), პაშიუტი (39, 83), დაპრელა (63), სუაგერი (79)
გაძევება: პაშიუტი (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 6 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“ლაციო” – “კიევო” 4:1 (0:1) (მიმოხილვა)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 29 000
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო (ანდერსონი 69), ბიშევაცი, რადუ, ლულიჩი; პაროლო, კატალდი, მილინკოვიჩ-სავიჩი (კლოზე 60); კეიტა, ჯორჯევიჩი (მატრი 46), კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, ცეზარი, დაინელი, გობი; პინცი (მპოკუ 74), რადოვანოვიჩი, კასტრო; ბირსა (ფრეი 66); პალოსკი, ინგლეზე (სარდო 49)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 0:1 ცეზარი (5), 1:1 კანდრევა (66, პენ), 2:1 კატალდი (72), 3:1 კანდრევა (81), 4:1 კეიტა (90)
გაფრთხილება: ლულიჩი (38), კატალდი (73) – ცეზარი (22, 47)
გაძევება: ცეზარი (47)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 7 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 0:5
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“პალერმო” – “უდინეზე” 4:1 (1:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 18 000
“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; სტრუნა, გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაიკი, ჩოჩევი, იაიალო; ქუაისონი (ტრაიკოვსკი 86), ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 78), ვასკესი
მწვრთნელი: ჯოვანი ბოსი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, ფელიპე, პირისი, ვაგუე; ვიდმერი, ფერნანდესი, ლოდი, ბადუ (კონე 80), ედენილსონი (ალი ადნანი 66); პერიკა (ძაპატა 56), ტერო
მწვრთელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლები: 1:0 ქუაისონი (35), 2:0 ჰილიერმაკი (56), ლაზაარი (77), 3:1 ტერო (79), 4:1 ტრაიკოვსკი (87)
გაფრთხილება: ჩოჩევი (20), იაიალო (69) – ბადუ (32), ვიდმერი (44), ფელიპე (52)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 16 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“სამპდორია” – “ნაპოლი” 2:4 (1:2) (მიმოხილვა)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 21 000
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; კასანი, მოასანდერი, ძუკანოვიჩი, რეჯინი; ფერნანდო, ბარეტო (ალვარესი 55), კარბონერო; კორეა (ივანი 80); ედერი, კასანო (დოდო 65)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი (სტინიჩი 71); ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (ელ კადური 84), იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 75)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 იგუაინი (9), 0:2 ინსინიე (18, პენ), 1:2 კორეა (45), 1:3 ჰამშიკი (60), 2:3 ედერი (73), 2:4 მერტენსი (79)
გაფრთხილება: კასანი (27, 59), ფერნანდო (45) – ჟორჟინიო (13)
გაძევება: კასანი (59)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (6) – 18 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: დანიელე ორსატო
“სასუოლო” – “ბოლონია” 0:2 (0:0)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 12 000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო; პელეგრინი (დეფრელი 78), ლარიბი (ბიონდინი 57), დანკანი; ბერარდი (ტროტა 83), ფალჩინელი, სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, როსეტინი, გასტალდელო, მორლეო (ფერარი 77); ტაიდერი, დიავარა, დონსა (ბრიგი 72); ჯაკერინი, დესტრო, მუნირი (ფლოკარი 60)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 0:1 ჯაკერინი (68), 0:2 ფლოკარი (90)
გაფრთხილება: ფერარი (88), ბრიგი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 12 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“იუვენტუსი” – “რომა” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38 000
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (კუადრადო 66), ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა (მორატა 85), მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; რუდიგერი, დე როსი, მანოლასი; ფლორენცი (ტოროსიდისი 90), ვაინკე (კეიტა 71), ნაინგოლანი, დინიე; პიანიჩი, სალაჰი (სადიქი 90); ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
გოლი: 1:0 დიბალა (77)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი (50), ევრა (89) - დე როსი (9), რუდიგერი (14), პიანიჩი (51), ნაინგოლანი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 3 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: ლუკა ბანტი