ფეხბურთი

21:38 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე ხარაიშვილზე: “ჰოლანდია იანვარშივე რეალურია”

გადავა თუ არა 19 წლის გიორგი ხარაიშვილი არნემის “ვიტესში”, დღე-დღეზე გადაწყდება. ინფორმაციის გასაგებად გოგა გახოკიძეს დავუკავშირდით, რომელიც “ვიტესის” ოფიციალური წარმომადგენელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც.

გახოკიძემ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ დღეს “საბურთალოს” ხელმძღვანელებთან ისაუბრა, მათ თავიანთი პირობები წამოაყენეს ტრანსფერის განსახორციელებლად და ახლა “ვიტესზეა” სიტყვა. აქ უკვე ფინანსური საკითხებია და ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები.

გახოკიძემ “ვიტესი” დააინტერესა და კლუბიც თანახმაა, რომ იანვარშივე შეიძინოს ქართველი ნახევარმცველი.

0.130437