ფეხბურთი

17:17 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა ლიტვას 2:1 მოუგეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში, “განვითარების თასზე” მეშვიდე ადგილი დაიკავა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ბოლო მატჩში ლიტვას 2:1 სძლია. ქართველთაგან გოლები ლუკა სილაგაძემ და ჯაბა კასრელიშვილმა გაიტანეს.

ქართველმა ჭაბუკებმა ამ 12-გუნდიან ტურნირზე, ჯგუფში მოუგეს მოლდოვას (5:4), წააგეს ფინეთთან (0:1) და უკრაინასთან (1:3). მესამე ადგილზე გავიდნენ ჯგუფში და შემდეგ უკვე ტურნირზე მეშვიდე ადგილის მოსაპოვებლად გააგრძელეს ბრძოლა. ჯერ ირანს მოუგეს (1:0), დღეს კი – ლიტვას 2:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104409