როგორც ბრიტანული Mirror-ი იუწყება, ლონდონის “ტოტენჰემი” “ლესტერის” ფეხბურთელებით ჯეიმი ვარდით და ნგოლო კანტეთი დაინტერესდა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 16 გოლი გაიტანა და მისის სატრანსფერო ღირებულება 4.2 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ვარდი “მელიების” ერთ-ერთი ლიდერია და ნაკლებად სავარაუდოა გუნდი დატოვოს.
კანტე “კაენიდან” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დაიმატეს. ნახევარმცველმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.