ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალური ეტაპის დარჩენილი რვა შეხვედრა მოულოდნელობების გარეშე ჩატარდა. ცოტათი გაუჭირდა მსოფლიოს მეორე ჩოგან ენდი მარეის, რომელმაც პორტუგალიელი ჟოაო სოუსა 3:1 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი სეტი დათმო.
გულშემატკივრები ფელისიანო ლოპესის და ჯონ ისნერის დაძაბულ დაპირისპირებას ელოდნენ, თუმცა ამერიკელმა ესპანელი 3:1 დაამარცხა. ლოპესმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის ორ სეტში გაუწია. რეიტინგის მე-14 ნომერმა მილოშ რაონიჩმა კი ვიქტორ ტროიცკი იოლად სამ სეტში დაამარცხა.
კარიერაში მე-400 გამარჯვება იზეიმა სტანისლავ ვავრინკამ. შვეიცარიელმა ლუკაშ როსოლი სამ სეტში იოლად დაამარცხა. ასევე მარტივად მოახერხა დავიდ ფერერმა სტივ ჯონსონის დამარცხება.
რეიტინგში დაწინაურება ელის ანდრეი კუზნეცოვს, რომელმაც დუდა სელა 3:1 დაამარცხა. სელამ მანამდე ფერნანდო ვერდასკოს სძლია, ესპანელს, რომელმაც თანამემამულე რაფაელ ნადალი პირველივე ტურიდან გამოთიშა ასპარეზობას. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გაელ მონფილსმა თანამემამულე შტეფან რობერი იოლად 7:5, 6:3, 6:2 დაამარცხა.
დღის ბოლო შეხვედრა ბერნარდ ტომიჩისა და ჯონ მილმენს შორის გაიმართა. ავსტრალიური დუეტი ტომიჩის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ლოპესი – ისნერი 1:3 (7:6, 6:7, 2:6, 4:6)
რაონიჩი – ტროიცკი 3:0 (6:2, 6:3, 6:4)
როსოლი – ვავრინკა 0:3 (2:6, 3:6, 6:7)
ფერერი – ჯონსონი 3:0 (6:1, 6:4, 6:4)
მონფილსი – რობერი 3:0 (7:5, 6:3, 6:2)
სელა – კუზნეცოვი 1:3 (5:7, 6:3, 1:6, 6:7)
სოუსა – მარეი 1:3 (2:6, 6:3, 2:6, 2:6)
ტომიჩი – მილმენი 3:0 (6:4, 7:6, 6:2)
დღის საუკეთესო ჩოგბურთელები მერვედფინალში ასე დაწყვილდნენ:
ფერერი – ისნერი
კუზნეცოვი – მონფილსი
რაონიჩი – ვავრინკა
ტომიჩი - მარეი