ფეხბურთი

21:12 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” განის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

განის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “კოპენჰაგენის” ყოფილი ნახევარმცველი დანიელ ამარტეი კარიერას “ლესტერში” გააგრძელებს. “მელიების” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა.

განელი ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2014 წელს მივიდა, მას შემდეგ 63 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის თანხა გადაიხადა “ლესტერმა” აფრიკელის სანაცვლოდ.

ამარტეი განის ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე 7 მატჩში გამოჩნდა. 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.

0.106126