ფეხბურთი

15:14 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი დაბრუნდა, ნეიმარი “მალაგასთან” მატჩს გამოტოვებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ესპანეთის სამეფო თასზე გამოტოვებული მატჩის შემდეგ “ბარსელონას” დაუბრუნდა და “მალაგასთან” თამაშს შეძლებს.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს აგრეთვე დაუბრუნდნენ ლუის სუარესი და ჯერემი მატიე, ხოლო ნეიმარი ტრავმის გამო პრიმერადივიზიონის 21-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გასტან ბრაზილიელი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი.

ტრავმის გამო შეხვედრას რაფინია და ხორდი ალბაც გამოტოვებენ, ხერარდ პიკე კი მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს.

ლუის ენრიკე “მალაგასთან” მატჩისთვის 18 ფეხბურთელს ამზადებს, ესენი არიან: ბრავო, ტერ შტეგენი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, სანდრო, რობერტო, ადრიანო, ალეიქს ვიდალი, ვერმალენი, მატიე.

“მალაგას” და “ბარსელონას” დაპირისპირება 23 იანვარს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115886