ფეხბურთი

14:06 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი: “ამსტერდამში თამაში მომწონს”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ამსტერდამში, “აიაქსის” დამარცხება და სეზონის მესამე ადგილზე დასრულება შეუძლია.

“ჩვენ გვინდა, რომ მესამე ადგილზე გავიდეთ. ამჟამად როტერდამის “ფეიენოორდს” 5 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელია. ამსტერდამში ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ 3 ქულის მოპოვება შეგვიძლია.

საერთოდ, ამ ქალაქთან კარგი მოგონებები მაკავშირებს – აქამდე სამჯერ ვითამაშე და ორჯერ გოლიც გავიტანე”, - ციტირებს ვაკოს სიტყვებს ინტერნეტპორტალი voetbal-nu.nl.

"აიაქსისა" და "ვიტესის" შეხვედრა "ამსტერდამ არენაზე" დღეს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილმა “აიაქსის” კარის დალაშქვრა პირველ წრეშიც მოახერხა, როცა ანგარიში გახსნა, თუმცა ის თამაში საბოლოოდ მაინც დედაქალაქელებმა მოიგეს – 3:1. ჯამში კი, მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის მონაგარი 17 თამაშში გატანილი 7 გოლია.

0.126879