ფეხბურთი

13:28 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” რეკორდის გზაზე “რომას” გავლით

იტალიის სერია Aს XXI ტურის მთავარი მატჩი კვირას გაიმართება. ტურინში, “იუვენტუსი” “რომას” დაუხვდება და მოგებათა სერიის გაგრძელებას ეცდება. დიახ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს მიჯრით 10 თამაში აქვს მოგებული და ამის დამსახურებაა, რომ ახლა მეორე ადგილზე იმყოფება. “იუვემ” ბოლოს 28 ოქტომბერს ვერ მოიგო და მას მერე, ვინც გზაზე შეხვდა, ყველას აჯობა. აღნიშნულ მატჩში ტურინული გრანდი ფავორიტად მიიჩნევა – ერთია, რომ თვითონ გადასარევ ფორმაშია და მეორეც, რომ მეტოქეს ცუდი დროება უდგას. “რომას” ბოლო სამ მატჩში ვერ მოუგია (სამი ფრე). “ჯალორისის” ვერც ახალი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შველის, რომლის დებიუტი ერთი კვირის წინ, ღრმა აუტსაიდერ “ვერონასთან” წარუმატებელი გამოდგა. ამ გუნდთა პირველი წრის შეხვედრაში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, თუმცა მაშინ სხვა სიტუაცია იყო, თანაც რადიკალურად განსხვავებული. სხვათა შორის, “იუვე” თუ მეტოქეს აჯობებს, თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ერთ კონკურენტს გზიდან ჩამოიცილებს, რადგან ამჟამად რომაელებს 7 ქულით უსწრებს და თუ სხვაობა ათამდე გაიზრდება, ვეჭვობთ, უპირატესობა გაანავოს.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი “ნაპოლი” კი გენუაში ჩავა და მორიგი გამარჯვების მოპოვებას “სამპდორიასთან” მატჩში ეცდება. მაურიციო სარის გუნდი სამი დღის წინ კოპა იტალიას გამოეთიშა და თავისი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირება სურს. ისე კი, ნეაპოლიტანელები დამაჯერებელ სეზონს ატარებენ და ბუნებრივია, “მარასიზე” გასამართ შეხვედრაში მათი შანსებიც უფრო ფასობენ. მითუმეტს, რომ “სამპდორია” არადამაჯერებელია და ხან იგებს, ხანაც აგებს. ლიგურიელებს მდგომარეობა დიდად ვერც ვინჩენცო მონტელამ გამოუკეთა, რომელზეც დიდ იმედს ამყარებდნენ...

თუ ტურინში “რომა” წააგებს, “მილანს” შანსი ექნება მეხუთე ადგილზე აინაცვლოს. ამისათვის, “როსონერიმ” გასვლაზე “კერკეტ კაკალ” “ემპოლის” უნდა მოუგოს. ეს მატჩი დღესაა ჩანიშნული. ბოლო დროს, “მილანმა” თამაშის ხარისხი მართლაც გამოასწორა და ლომბარდიული გრანდის ტიფოზებსაც იმედის ნაპერწკალი ჩაესახათ. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მათ მოლოდინს “კარლო კასტელანიზე” გასამართ შეხვედრაში “მილანი”.

სკუდეტოს მაძიებელი “ინტერი” ორმატჩიანი წარუმატებელი სერიის შეწყვეტას გასავარდნი ზონის ბინადარ და დებიუტანტ “კარპისთან” საკუთარ მოედანზე შეეცდება. რობერტო მანჩინის გუნდმა ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ოდენ კინკილა ქულა მოიპოვა და პოზიციები მკვეთრად დათმო. სამაგიეროდ, “ნერაძურიმ” ხასიათი შუა კვირაში ნეაპოლში გამოიკეთა, როცა იტალიის თასზე “ნაპოლის” მოუგო და ნახევარფინალში გააღწია. “ინტერნაციონალეს” მეტოქეს კი სეზონში თავისი საუკეთესო დროება უდგას – კუნძულელებმა ბოლო ორ ტურში მიჯრით მოიგეს, რისი გაკეთებაც სეზონში პირველად მოახერხეს. შესაბამისად, კარგ ხასიათზე არიან და ვინ იცის, იქნებ მორიგ სიურპრიზსაც გვიმზადებენ.

“ფროზინონე” – “ატალანტა”

ფროზინონე, “მატუზა”

23 იანვარი, 21:00 საათი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, ბლანჩარდი, აჯეტი, პავლოვიჩი; ჩიბსა, გორი, სამარკო; პაგანინი, დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ატალანტა” (3-5-1-1): სპორტიელო; ტოლოი, მაზიელო, კერუბინი; კონტი, მილიაჩო, დე რუნი, კურტიჩი, დრამე; გომესი; მონაკელო

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ემპოლი” – “მილანი”

ემპოლი, “კასტელანი”

23 იანვარი, 23:45 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, ბარბა, მარიო რუი; ზიელინსკი, მაიელო, ბუჩელი; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“მილანი: (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: კარმინე რუსო

“ფიორენტინა” – “ტორინო”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

24 იანვარი, 15:30 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბლაშჩიკოვსკი, ბორხა ვალერო, ტინო კოსტა, პასკუალი; ილიჩიჩი, ბერნარდესკი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ტორინო” (3-5-2): იჩაზო; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, ბენასი, გაცი, ბაზელი, მოლინარო; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: სილვიო მაცოლენი

“ინტერი” – “კარპი”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

24 იანვარი, 18:00 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ტელეში; მედელი, კონდოგბია; პერიშიჩი, იოვეტიჩი, ლიაიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“კარპი” (3-5-2): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, საუგერი; პაშიუტი, კრიმი, ბიანკო, ლოლო, ლეტიცია; მბაკოგუ, დი გაუდიო

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ლაციო” – “კიევო”

რომი, “ოლიმპიკო”

24 იანვარი, 18:00 საათი

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო, ბიშევაცი, ჰოედტი, რადუ; მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი, პაროლო; კანდრევა, მატრი, კეიტა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩიატორე, დაინელი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, პეპე; ბირსა; ინგლეზე, პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“პალერმო” – “უდინეზე”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

24 იანვარი, 18:00 საათი

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; მორგანელა, გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი; ვასკესი, ჯილარდინო, ქუაისონი

მწვრთნელი: გილერმო ბაროს შელოტო

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, ფელიპე, პირისი; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, ფერნანდესი, ედენილსონი; ტერო, პერიკა

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“სამპდორია” – “ნაპოლი”

გენუა, “მარასი”

24 იანვარი, 18:00 საათი

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; კასანი, მოისანდერი, ძუკანოვიჩი, რეჯინი; კარბონერო, ფერნანდო, ბარეტო; ედერი, კასანო, კორეა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სასუოლო” – “ბოლონია”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

24 იანვარი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, ბიონდინი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, ოიკონომუ, გასტალდელო, ძუნიგა; ტაიდერი, დიავარა, ბრიგი; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ვერონა” – “ჯენოა”

ვერონა, “ბენტეგოდი”

24 იანვარი, 18:00 საათი

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; სალა, მორასი, ჰელანდერი, პიზანო; ვსჟოლეკი, იონიტა, ჰალფრედსონი, რებიჩი; პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; მუნიოსი, დე მაიო, იცო; ანსალდი, რინკონი, რიგონი, ლაქსალტი; სუსო, პავოლეტი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“იუვენტუსი” – “რომა”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

24 იანვარი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი, დე როსი, რუდეგერი; ფლორენცი, პიანიჩი, ვაინკე, დინიე; ნაინგოლანი, სალაჰი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
0.115588