ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” შემტევი ნეიმარი მადრიდის “რეალში” გადასვლით დაინტერესებული არაა. ფეხბურთელის მამამ, რომელიც მისი აგენტის ფუნქციასაც ასრულებს, “სამეფო კლუბთან” მოლაპარაკების შესახებ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“ნეიმარს “ბარსელონასთან” კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს. “რეალში” მისი გადასვლა ჩვენ გეგმებში არ შედის” - აცხადებს ნეიმარი.
ესპანური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 190 მილიონი ევრო გაიღოს. ითქვა ისიც, რომ მადრიდელთა წარმომადგენლები ნეიმართან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.