ფეხბურთი

0:29 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

U19 ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები შეიკრიბა. გიორგი ყიფიანის შეგირდები უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. 24 და 26 იანვარს ჩვენი გუნდი ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრება. ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

24 იანვარს მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. 26-ში კი, გუნდები გორში გადაინაცვლებენ და "თენგიზ ბურჯანაძეზე" მოსინჯავენ ძალებს. გიორგი ყიფიანმა მოახლოვებული ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე (ორივე – საბურთალო)

მცველები: გიორგი ახალაძე (სამტრედია), ანდრო ნემსაძე, ვახტანგ კაპანაძე, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი (ყველა – დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო).

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ბექა გვარაძე (ყველა – საბურთალო), დავით სამურკასოვი, გიორგი კიკნაძე, შერმადინ ართმელაძე (სამივე – ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბ), ნიკა ქორიძე (რეჯანა, იტალია).

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ენვერ ლილუაშვილი, ბექა მიქელთაძე (ორივე – დინამო თბ).

სფფ-ს პრესსამსახური

0.117719