ფეხბურთი

23:20 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალკასერი “დეპორტივოსთან” მატჩს გამოტოვებს

“ვალენსიას” ახალი კაპიტანი პაკო ალკასერი “დეპორტივოსთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

22 წლის ფორვარდმა “ლას პალმასთან” სათასო შეხვედრის ბოლო წუთებზე ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ პაკოს სერიოზული დაზიანება არ აქვს, თუმცა მუხლის მცირე ტრავმა აღენიშნება და “დეპორტივოსთან” კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ღამურების” მაისური 29-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112613