“ფიორენტინას” 28 წლის იტალიელი ფეხბურთელი ჯუზეპე როსი სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით “ლევანტეში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
როსისთვის პრიმერადივიზიონში თამაში უცხო არაა. თავდამსხმელი “ვილიარეალში” 2007 წლის ზაფხულიდან 2013 წლამდე თამაშობდა და 192 მატჩში 82 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა “იების” რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.