ფეხბურთი

23:41 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

იანგი “მანჩესტერს” დიდი ხნით დააკლდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ეშლი იანგი გუნდს ტრავმის დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

“იანგის საზარდულის ტრავმა აწუხებს და ოპერაცია უნდა გაიკეთოს. იგი დიდი ხნით დაგვაკლდება.” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი კვირა დასჭირდება ეშლის სარეაბილიტაციო პერიოდს. მიმდინარე სეზონში იანგმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.119495