სხვა

17:39 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრე ისრაელთან პირველი მოგების შემდეგ

ისრაელში ტურნეზე მყოფმა საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ფრედ ითამაშა მეორე ამხანაგური მატჩი ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებთან - 30-30. პირველი მატჩი ქართველებმა 32-29 მოიგეს. 23 იანვარს ბოლო მატჩია ქალაქ აშდოდის ქალთა გუნდთან.

საქართველოს ნაკრები თავიდან 10-4 დაწინაურდა, თუმცა, შესვენებისას მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს - 16-15. დასრულებამდე 10 წუთით ადრე 27-25 ვიგებდით, თუმცა, საბოლოოდ თამაში 30-30 მორჩა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ყვარლელი მარცხენა შუამარბი ქეთი კუნელაშვილი, რომელმაც ორ მატჩში 23 გოლი გაიტანა. ისრაელის ოცწლამდელთა გუნდში ჩვენზე ორი წლით უფროსები თამაშობენ, რადგანაც საქართველოს ნაკრებში მხოლოდ რამდენიმე ხელბურთელია 18 წლის.

ორივე გუნდი ემზადება ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. საქართველოს ნაკრების მეტოქეები, 18-20 მარტს, იქნებიან მონტენეგრო და სერბეთი (ტურნირი მონტენეგროში გაიმართება), ხოლო ისრაელი ეთამაშება საფრანგეთს, მაკედონიასა და სლოვენიას.

თელ ავივი, 22 იანვარი

ისრაელი (20) - საქართველო (18) 30-30

საქ: ჯავახია, ვარდიშვილი, ჩაჩუა - კუნელაშვილი 12, ღვალაძე 5, ქიტესაშვილი 3, ჩოხელი 3, ჩოგოვაძე 2, ყველაშვილი 2, ბერიძე 2, ვენეცკი 1, ჯავახაძე, ჩირგაძე, გაგნიძე

გოგონათა ნაკრები ისრაელში (21-23 იანვარი, 2016)

12. ანა ვარდიშვილი(GK, მამული, 177, 1999) –16. ქრისტინე ჯავახია (GK, ფოთი, 175, 1998) – 22. მარიამ ჩაჩუა (GK, პეგასი, 184, 1999) – 7. თინა ქიტესაშვილი (CB, ყვარელი, 170, 1999) – 9. თათია გადელია (RB, ფოთი, 172, 1998) – 10. მარიკა ჯავახაძე (P, წყალტუბო, 170, 1999) – 13. ქრისტინე ღვალაძე (LW, მამული, 162, 1998) – 15. თამარ ჩოგოვაძე (LW, პეგასი, 162, 1999) – 17. მედეა ჩოხელი (P, პეგასი, 177, 1999) – 18. ქეთევან ვენეცკი (RB, პეგასი, 174, 1998) – 19. ანა ყველაშვილი (CB, მამული, 177, 1999) – 23. ნინო გაგნიძე (RW, პეგასი, 170, 2002) – 24. ჯულია ჩირგაძე (LB, წყალტუბო, 178, 2001) – 29. ქეთი კუნელაშვილი (LB, ყვარელი, 176, 1999) – 31. მაია ბერიძე (CB, პეგასი, 167, 1999) – გიორგი გვაზავა (1978, მთავარი მწვრთნელი), ინა ჭკუასელი (1985,, მწვრთნელი), ოლექსანდრ გურსკი (1966, მწვრთნელი). გიორგი კაზალიკაშვილი (1993, ექიმი), ლანა მარგიანი (1988, გუნდის ლიდერი)

0.127312