კალათბურთი

15:50 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველო F ჯგუფში მონტენეგროს, სლოვაკეთის და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად დაჯგუფდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 27 გუნდი შვიდ ჯგუფად გადანაწილდა. ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო ოთხი მეორეადგილოსანი ნაკრები გავა, ჯამში სულ 11 ნაკრები. Uევრობასკეტ-2017-ზე ასპარეზობა უკვე გარანტირებული აქვთ ფინეთს, რუმინეთს, თურქეთს და ისრაელს (ევრობასკეტის მასპინძლები), ლიტვა ესპანეთი (ევრობასკეტის ფინალისტები), ლატვია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, სერბეთი და საფრანგეთი (როგორც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წევრები). ჯამში ევრობასკეტის დასკვნით ეტაპზე 24 ნაკრებს ვიხილავთ.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების უშუალო კონკურენტებს, აღსანიშნავია მონტენეგრო, რომელსაც ნბა-ს ორი ძლიერი მოთამაშე ნიკოლა პეკოვიჩი (“მინესოტა”) და ნიკოლა ვუჩევიჩი (“ორლანდო მეჯიქი”) ჰყავს. მონტენეგროელი კალათბურთელები ევროპაშიც ნორმალურ კლუბებში თამაშობენ, მაგალითად გამთამაშებელი ტეილორ როჩესტი (“მაკაბი”), ბოიან დუბლევიჩი (“ვალენსია”), მილკო ბიელიცა (“დარუშაფაქა”).

საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება - იხილეთ საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი

0.147812