ფეხბურთი

15:44 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეში” მატებაა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” წამყვანი მცველი ანდრეა ბარძალი დაუბრუნდა. ტურინული გრანდის ვებგვერდის ცნობით, 34 წლის ცენტრალურმა მცველმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და დამდეგ უიქ-ენდზე “რომასთან” თამაშიც შეეძლება.

ამასთან, ბარძალის გარდა, ტრავმა მოიშუშა და სულ მალე თამაში რობერტო პერეირასაც შეეძლება, რომელიც გასული წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული ლაზარეთში იმყოებოდა.

რაც შეეხება ბარძალის, მასიმილიანო ალეგრის მის გარეშე ფონს გასვლა 20 დეკემბრის შემდეგ უწევდა. მთლიანობაში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ანდრეას წლეულს 21 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო პერეირას – რვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112455