ფეხბურთი

16:33 | 22.01.2016 | ნანახია 1180 - ჯერ

ტინო კოსტა ფლორენციელია

იტალიური “ჯენოას” არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა ამიერიდან ფლორენციის “ფიორენტინას” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია, ფლორენციული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 31 წლის ტინო კოსტა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში “ჯენოაში” თამაშობდა, “არტემიო ფრანკიზე” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს. სამხრეთამერიკელი საყრდენი “იებში” 6 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტინო კოსტა “ჯენოაში” კი თამაშობდა, მაგრამ მოსკოვის “სპარტაკის” საკუთრებაში იმყოფება და სეზონის დასრულების შემდეგ “ფიორენტინას” ხელძღვანელებს სწორედ რუსებთან მოუწევთ მოლაპარაკების გამართვა.

კოსტამ, რომელსაც ერთ დროს ესპანური “ვალენსიას” ღირსებაც დაუცავს, მიმდინარე სეზონში გენუელთა რიგებში 12-ჯერ ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:20 | 22.01.2016
wakako1988 (232)

რა ტინო კოშტა ლუკას ლიმა გეყიდათ თქვენიიიიიიიიიიიი. გამაზეს ჩემპიონობა და ეგარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126849
სარეკლამო ადგილი - 99
X x X