ფეხბურთი

11:17 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია – ეგზოტიკური მცველი მოკრძალებული “ვიტესიდან”

ცნობილი რუსული ინტერნეტპორტალი championat.com-ი სპეციალურ სტატიას აქვეყნებს იმ 10 ფეხბურთელის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, კარიერა უახლოეს მომავალში რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელონ. მათ შორის მოხვდა არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც. გამოცემა წერს, გასაკვირია, კაშია აქამდე მოკრძალებულ “ვიტესში” როგორ გაჩერდაო...

“კარგი მცველი ჰოლანდიის ჩემპიონატიდან – ეგზოტიკური. მაღალი დონის ჩემპიონატებიდან ყურადღებას რომ არ აქცევენ, ეს გურამ კაშიას დაუფასებლობას ნიშნავს. თავისი განვლილი კარიერის განმავლობაში უკვე აჩვენა და დაამტკიცა, რომ მაღალი დონეზე თამაში შეუძლია.

კაშია “ვიტესში” თანამემამულე მერაბ ჟორდანიამ მიიყვანა და მას შემდგომ იგი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახდა. გასული წლის აგვისტოს თვეში კი ერედივიზიონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. კაშიას ბევრი პლუსები აქვს – ფიზიკურად ძლიერია და სტანდარტულებისას კარგად თამაშობს. შესწევს თამაშის წაკითხვის კარგი უნარი, მწვრთნელების დავალებების შესრულება ადვილად შეუძლია. ამის ფონზე გასაკვირია, რომ კაშია ჯერ კიდევ მოკრძალებულ “ვიტესში” თამაშობს”, - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.

გურამ კაშია “ვიტესში” 2011 წლის ზამთარში გადაბარგდა და მას მერე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. მიმდინარე სეზონიც გურამმა დამაჯერებლად დაიწყო და ერედივიზიონის 14 მატჩში 3 გოლის გატანასთან ერთად ორჯერ საგოლე პასის შეასრულებაც მოახერხა. თუმცა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული სასტარტოში მოულოდნელად ადგილი დაკარგა და კუთვნილი ადგილის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117666