ფეხბურთი

17:28 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გუარინი ჩინეთში მიდის

კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ფრედი გუარინი კარიერას ჩინეთში, კერძოდ, “ჯიანგსუ სანინგში” გააგრძელებს.

როგორც sky sport-ი იტყობინება, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ინფორმაცია ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს. 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ინტერი” 18 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თვითონ კოლუმბიელის გასამრჯელო სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი კი სამწლიანი ვადით გაფორმდება.

ფრედი გუარინი “ინტერს” 2012 წლის ზამთარში პორტუგალიური “პორტუდან” შეუერთდა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბება ვერაფრით შეძლო. მიმდინარე სეზონში ფრედიმ “ნერაძურის” ღირსება 16 მატჩში დაიცვა და ერთადერთი გოლი გაიტანა, როდესაც თავის გუნდს მილანური დერბი მოაგებინა.

0.13036