ფეხბურთი

16:43 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ კასილიასს მეტი კონცენტრაცია მართებსო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს თქმით, შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის. ამ სიტყვებით გამოცდილმა სპეციალისტმა თავისი შეგირდი ეროვნულ ნაკრებში, იკერ კასილიასი დაიცვა, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “გიმარაეშთან” მატჩისას უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“შეცდომას ყველა მეკარე უშვებს. იკერი ისეთ გუნდში თამაშობს, რომელიც ძირითადად უტევს და ამიტომაც დაცვაში ნაკლებ დროს ატარებს. კასილიასს კი ასეთ დროს მეტი კონცენტრირება მართებს”, - თქვა დელ ბოსკემ გამოცემა “მარკასთან” საუბრისას.

გარდა ამისა, “რეალის” ექსთავკაცი იმ თემას შეეხო, რომელიც ყველა ესპანელს აწუხებს: თუ ვინ დაიცავს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე “ფურიე როხას” კარს.

“ამხანაგურ თამაშებში ბევრი რამ გამოჩნდება, თუმცა ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა”, - დასძინა ვისენტემ.

0.13376