ფეხბურთი

15:29 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსს “ატლეტიკო” “რეალზე” ძლიერად მიაჩნია

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტს მადრიდის “რეალზე” მეტად მეორე მადრიდული გუნდი “ატლეტიკო” აფიქრებს და ესპანეთის ჩემპიონატშიც მთავარ კონკურენტად მას მიიჩნევს. როგორც ბუსკეტსმა კატალონურ გამოცემა “სპორტს” უთხრა, “როხიბლანკო” ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

“რეალთან” შედარებით “ატლეტიკო” უფრო სახიფათო მეტოქეა. ეს, ის გუნდია, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

როდესაც პატარა ვიყავი, კარგად ვაკვირდებოდი ჩავის, პატრიკ ვიეირასა და იაია ტურეს თამაშებს. სწორედ მათ ჰგავს ჩემი სათამაშო სტილი.

არ ვიცი კონტრაქტს მალე გავახანგრძლივებ თუ არა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან პრეზიდენტი მელაპარაკა და ჩემი შენარჩუნება უნდა”, - უთხრა “სპორტს” ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონს “ატლეტიკო” ლიდერობს 47 ქულით და “ბარსელონას” ორი ქულით უსწრებს, თუმცა კატალონურ გრანდს ერთი თამაში მარაგში აქვს. მესამე ადგილზე კი მადრიდის “რეალია”, რომლის აქტივშიც 43 ქულაა.

0.114119