სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ 11 მილიონ 125 ათას ლარს საქართველოს რაგბის კავშირი მიიღებს.
გთავაზობთ იმ ფედერაციების ჩამონათვალს, რომელთა დაფინანსებაც მილიონ ლარს აღემატება:
ფეხბურთის ფედერაცია - 7 მილიონი
კალათბურთის ფედერაცია - 7 მილიონი
ძიუდოს ფედერაცია - 4 მილიონ 200 ათასი
ჭიდაობის ფედერაცია - 4 მილიონი
ჭადრაკის ფედერაცია - 2 მილიონ 38 ათასი
საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია - 1 მილიონ 800 ათასი
ხელბურთის ფედერაცია - 1 მილიონ 109 ათასი
აღნიშნულ ფედერაციებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მომდევნო ადგილებზე მყოფი მძლეოსნობისა და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციები, რომელთა ბიუჯეტი ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრა.