კალათბურთი

11:24 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

All Star-ზე ხმის მიცემა დასრულდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩზე ხმის მიცემა თბილისის დროით დილის 09:00 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა 2015 წლის 11 დეკემბერიდან მიმდინარეობდა.

2016 წლის 14 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში 299 584 ხმით მერვე ადგილზე იმყოფებოდა. წელს ფაჩულიას რომ “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობის შანსი აქვს, სხვა დროს ეს ასეთი რეალური არ ყოფილა. ამიტომაც, მთელი საქართველო გაერთიანდა და მას დიდი თუ პატარა ყველა მხარს უჭერდა. გამოკითხვის საბოლოო შედეგები 22 იანვარს გამოქვეყნდება, ზაზას “ოლ სტარში” მოსახვედრად დასავლეთ კონფერენციის წინახაზელ კალათბურთელთა შორის სამეულში მოხვედრა სჭირდება.

როგორც იცით, ორივე კონფერენციის ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები. თუ ფაჩულია გამოკითხვის შედეგად სამეულში ვერ მოხვდა, არის იმის ალბათობა, რომ დასავლეთის მწვრთნელს ზაზას წლევანდელი კარგი სეზონი, 20 ორმაგი დუბლი შეუმჩნეველი არ დარჩება და “დალასის” ძირითადი ცენტრი “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მაინც ითამაშებს.

NBA All Star-ის მატჩი 14 თებერვალს კანადაში, ტორონტოში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114971