ფეხბურთი

1:57 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ეიბარმა” “გრანადა” გაანადგურა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის დასკვნითი შეხვედრა “იპარუაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ეიბარმა” “გრანადა” მიიღო და ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ნახევარი ინუისა და ენრიჩის გოლებით მოიგეს. 65-ე წუთზე ელ არაბიმ ინტრიგა დააბრუნა და ერთი ბურთი დაქვითა, თუმცა სამ წუთში შეხვედრის ბედი ენრიჩმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. შემდეგ კი, ბასტონის ჯერი დადგა, რომელმაც 74-ე და 79-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

“ეიბარმა” ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და 33 ქულით მე-6 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “გრანადა” 17 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.

ეიბარი – გრანადა 5:1 (2:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): რიესგო, დ.დოს სანტოსი, რამისი, კაპა, ლუნა (ხუნსა 63), დ.გარსია, ადრიანი, ინუი (ბერხონი 72), კეკო, ბასტონი, ენრიჩი (ვერდი 80).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გრანადა (3-4-1-2): ა.ფერნანდესი, აგბო (ელ არაბი 46), ლომბანი, მაინცი, ფოლქიერი, ბირაგი, კრინი, რ.პერესი (ფ.რიკო 46), მენდეში, პენარანდა (მ.ლოპეში 86), საკსესი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 1:0 ინუი (35), 2:0;3:1 ენრიჩი (38;68), 2:1 ელ არაბი (65), 4:1;5:1 ბასტონი (74;79)
გაფრთხილებები: კაპა – რ.პერესი, აგბო, პენარანდა, ბირაგი
მსაჯი: ხოსე სანჩესი

თეგებილა ლიგა
0.168357