ფეხბურთი

23:25 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ვარჯიში ტვილდიანის გარეშე

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის “დინამომ” მორიგი ვარჯიში გამართა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი რენე ფერეირა შეუერთდა და ახლა, გუნდი ჩემპიონატის მეორე წრისთვის სრული შემადგენლობით ემზადება.

ოღონდ, მცველ არჩილ ტვილდიანის გარეშე, რომელმაც “დინამო” დატოვა. თბილისელებმა პირველი ტესტ მატჩიც დაგეგმეს და 20 იანვარს, დიღმის ბაზაზე “საბურთალოს” უმასპინძლებენ. სპარინგი 13.00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120346