ფეხბურთი

22:25 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეშმა “მალიორკა” შეიძინა

ცნობილმა კანადელმა კალათბურთელმა სტივ ნეშმა, რომელმაც კარიერა 2015 წლის მარტში დაასრულა, საფეხბურთო კლუბი “მალიორკა” შეიძინა.

ესპანელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ნბა-ს წევრ “ფინიქს სანზის” მფლობელმა კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ნეში გახლავთ, “მალიორკას” აქციათა საკონტროლო პაკეტი 21 მილიონ დოლარად შეიძინა.

ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნეში “ლევანტეს” შეძენით იყო დაინტერესებული, თუმცა, მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 19 ტურის თავზე ბალეარულ კლუბს 20 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება.

0.136773