კალათბურთი

22:40 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა, ბასკური კლუბის მე-13 გამარჯვება

“ლაბორალ კუჩამ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იცავს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში მე-13 გამარჯვება იზეიმა და მე-3 ადგილი შეინარჩუნა.

ბასკური კლუბი ბადალონაში “ხუვენტუტს” ესტუმრა და იოლად – 89:68 მოიგო, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში იყო და 18:42 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ლაბორალ კუჩა” ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩს 24 იანვარს გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორას” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც 8-8 მოგება-წაგებით მე-6 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117825