ფეხბურთი

18:35 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვასხვაძე “ტორპედოს” კარს დაიცავს

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” მეკარე როინ კვასხვაძე ოფიციალურად დაიმატა. როგორც ქუთაისური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სეზონის მეორე ნახევარში “ტორპედოს” კარს 26 წლის კიპერი დაიცავს.

“ტორპედოს” ხელმძღვანელობა კვიპროსიდან წამოსვლისთანავე შემეხმიანა. არ დავმალავ და ძალიან გამიხარდა, რადგან ქუთაისელი ვარ და ჩემთვის “ტორპედოში” თამაში საამაყოა. ვიცი, რომ კლუბში სასიკეთო ძვრებია, გუნდის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს “ტორპედოს” კრიზისიდან გამოყვანა სურთ და სამომავალოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლად ისახავს მიზნად”, - უთხრა კვასხვაძემ ქუთათურთა ვებგვერდს.

კვასხვაძეს კარიერის საუკეთესო წლები “ზესტაფონში” გაუტარებია, რომლის ღირსებასაც 2006-2013 წლებში იცავდა და იმ პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იძახებდნენ, რომლის ღირსებაც 3 აქვს დაცული. მისთვის არც “ტორპედოა” უცხო, რადგან 2013-2014 წლების სეზონის მეორე ნახევარში სწორედ ამ გუნდში ირჯებოდა. მას შემდგომ კი კვირპოსში გადაბარგდა, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში ორი გუნდი, “ოთელოსი” და “პაფოსი” გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ “ტორპედომ” ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გამოცდილი მეკარე, მაქსიმე ქვილითაია დაიმატა.

0.113118