საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი ანხელ დი მარია დასახელდა. “პარი სენ ჟერმენის” შემტევმა ხმების 41% დააგროვა და მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ “ანჟერის” ფეხბურთელ შეიხ ნდოიეს, რომელმაც ხმების 39% მიიღო. მესამე ადგილზე დი მარიას თანაგუნდელი, შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (20%) გავიდა.
დეკემბერში დი მარიამ 4 თამაშში (3 მოგება, 1 ფრე) 2 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ასისტენტობა 4-ჯერ გაუწია. ჯამში კი მიმდინარე სეზონში არგენტინელ ფეხბურთელს 15 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.