ფეხბურთი

14:51 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე: “ფეხში ტკივილები აღარ მაქვს”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ჯანო ანანიძე მწვანე მინდორს უბრუნდება. “სახალხო გუნდი” აბუ დაბიში შეკრებას გადის, იქვეა ანანიძეც, თუმცა ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს და ინდივიდუალურად ემზადება.

როგორც 23 წლის ფეხბურთელმა “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ მცირე ინტერვიუში განაცხადა, ახლა თავს კარგად გრძნობს და პრობლემები წარსულში დარჩა.

“ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ფეხში ტკივილები აღარ მაქვს და ვფიქრობ, ცუდი წარსულში დარჩა. მკურნალობას თბილისში, შვებულების დროსაც ვაგრძელდებდი და აღდგენითი პროცესები ბაკურიანშიც გავიარე.

ახალ წელს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შევხვდი, მაგრამ წვენების გარდა არაფერი დამილევია, რადგან ალკოჰოლისგან შორის ვარ. ამიტომაც, მეხუმრებიან, რომ ნამდვილი ქართველი არ ვარ”, - თქვა ანანიძემ.

შეგახსენებთ, ჯანოს ტერფის ტრავმის გამო ბოლო ოპერაცია ფინეთში, გასული წლის 10 ნოემბერს გაუკეთდა, ხოლო “სპარტაკის” ღირსება 29 აგვისტოს შემდეგ არ დაუცავს, როცა მახაჩყალის “ანჟის” დაუპირისპირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115149