კალათბურთი

11:32 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 10 ქულა და ლა კორუნიელთა საშინაო მარცხი

ბექა ბურჯანაძის გუნდის წარუმატებელი მატჩი ესპანეთში. ლაკორუნიულმა „ლეიმა ბასკეტმა“ ერთ-ერთ კონკურენტს უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა „ოურენსესთან“ შეხვედრა 73:90 დათმო.

ბურჯანაძე, რომელიც კარგ ფორმაშია და უმეტესწილად 20 ქულაზე ნაკლებით არ ტოვებს მოედანს, ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო. ქართველ კალათბურთელს სროლა არ წაუვიდა. ბურჯანაძემ 9-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბექამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

8 მოგებითა და 10 მარცხით ბურჯანაძის გუნდი 16-გუნდიან ესპანეთის მეორე ლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ლაკორუნიელებს 23 იანვარს, კიდევ ერთ კონკურენტთან, ცხრილში მეზობელ „ბრეოგანთან“ ელის.

www.gbf.ge

0.139393