ფეხბურთი

17:09 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა პერესს, პერესი მოსთხოვა

მადრიდის “რეალს” მიმდინარე სატრანფერო პერიოდში იტალიური “ტორინოს” მცველის ბრუნო პერესის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. ბრიტანული გამოცემა “სანის” ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ახალ თავკაცს ზინედინ ზიდანს ბრაზილიელი განაპირა მცველი ძალიან მოსწონს და კლუბის ხელმძღვანელებს მისი შეძენა მოსთხოვა. ჯერჯერობით არ კონკრეტდება თუ რა ოდენობის თანხის გაღებას აპირებს “რეალი”.

ბრუნო პერესი, რომელიც 25 წლისაა, “ტორინოში” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში მან 14 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. “რეალის” გარდა, პერესის მიმართ ინტერესს იტალიური “რომაც” იჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112594