ფეხბურთი

15:45 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” და ლიპი მალე გაოფიციალურდება

იტალიურ “მილანს” ორშაბათს ლეგენდარული მწვრთნელი მარჩელო ლიპი ჩაიბარებს. ავტორიტეტული გამოცემა “ტუტოსპორტის” ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელმა სილვიო ბერლუსკონიმ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ინფორმაცია უახლოეს სამ დღეში ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, სინიშა მიხაილოვიჩის შესაძლო გათავისუფლების შესახებ უკვე კარგა ხანია იწერება, რისი მიზეზიც “მილანის” წარუმატებელი თამაშია. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ლიპიმაც გამოთქვა სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნების სურვილი.

0.11433