ფეხბურთი

19:33 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოკუმ პსვ-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

როგორც პსვ-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა “ეინდჰოვენს” გასულ სეზონში ერედივიზიონი და ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა. მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდნენ.

პსვ მიმდინარე სეზონში 17 ტურის შემდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატში 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ამსტერდამის “აიაქსს” 3 ქულით ჩამორჩება. კოკუს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც იმყოფება და ორრაუნდიან დაპირისპირებას მადრიდის “ატელტიკოსთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117782