ფეხბურთი

23:57 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ვეიგლისთვის წინადადებას ამზადებს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო პერიოდში დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ იულიან ვეიგლის შეძენას აპირებს.

Sky Sports-ის ცნობით, “ქალაქელები” 20 წლის ფეხბურთელისთვის კონკრეტულ წინადადებას ამზადებენ და მზად არიან მის ტრანსფერში 19 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

ცნობილია, რომ ვეიგლის მონაცემებით აღფრთოვანებას არასდროს მალავდა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეცილისტი ხოსეპ გვარდიოლა. მიუნხენელებმა მისი შეძენა ვერ მოახერხეს, მაგრამ მომავალი სეზონიდან გვარდიოლამ “სიტი” უნდა ჩაიბაროს და ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, იულიანთან მუშაობის ოცნებასაც იქ აიხდენს.

ვეიგლი გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 16 და ევროპის ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.114163