ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინა კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში ლებრონ ჯეიმსი, ხოლო დასავლეთში კრის პოლი დაასახელეს.
გასულ კვირას “კლივლენდ კავალიერსმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო, ლებრონი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26 ქულას, 7.8 მოხსნას და 7 პასს აკეთებდა.
“კლიპერსმა” სამივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, კრი პოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 23.7 ქულას, 12.3 მოხსნას და 5.3 პასს აკეთებდა.