ფეხბურთი

12:54 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: “ჩვენი თამაში ზოგჯერ ძალიან მოსაწყენია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი აღიარებს, რომ ზოგიერთ მატჩში მისი გუნდის თამაში ძალიან მოსაწყენი იყო. თუმცა, ჰოლანდიელი სპეციალისტი ამავდროულად აღნიშნავს, რომ “იუნაიტედს” მიმდინარე სეზონში სანახაობრივი მატჩებიც ჰქონდა. მაგალითად კი ვან გაალს “ჩელსისთან” (0:0) დაპირისპირება მოჰყავს.

“გვქონდა მატჩები, რომლებმაც სიამოვნება მომანიჭა. მაგალითად, ძალიან მომეწონა “ჩელსისთან” თამაში, თუმცა მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ და შესაძლო იყო დავმარცხებულიყავით კიდეც. მაგრამ იყო მეტისმეტად მოსაწყენი შეხვედრებიც, რომლებმაც ძალიან გამაღიზიანა. არცერთ გუნდს არ შეუძლია მუდმივად სანახაობრივად თამაში. ამაშია ფეხბურთის ბრწყინვალება” - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114489