კალათბურთი

2:01 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის სამქულიანი და მარცხი “ანადოლუ ეფესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის ჩემპიონატის პირველის წრის დასკვნითი მატჩი ერთ-ერთ ფავორიტ “ანადოლუ ეფესთან” ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 76:80 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17:38 წუთი დაჰყო და 3 ქულა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძლებს 14-14 ქულით სკოტ ვილბეკინმა და ფურკან ალდემირმა ულიდერეს, სტუმართაგან კი ჯედი ოსმანი (16) და დარიო სარიჩი (15) გამოირჩნენ.

საინტერესოა, რომ 15 იანვარს “დარუშაფაკა” და “ანადოლუ ეფესი” ერთმანეთს უკვე ევროლიგის ტოპ-16-ის ეგიდით გაეჯიბრებიან, ოღონდ, ეს მატჩი სტამბოლში შედგება.

“დარუშაფაკა” 9 მოგებით და 6 მარცხით თურქულ ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 იანვარს, შინ, “გაზიანთეფთან” ჩაატარებს.

23-ში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი”, რომელიც 7 მოგებით და 8 წაგებით მე-8 პოზიციაზეა, ლიდერ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” დაუხვდება.

0.117561