ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალთბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, ქართველმა ფორვარდმა კი უკვე ტრადიციული ორმაგი დუბლი მიითვალა.
“ჩემპვილმა” შინ “საგესეს” 93:82 სძლია, ცქიტიშვილმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34:47 წუთში 21 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ნიკოლოზმა 10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცქიტიშვილის კლუბი 1 მოგებით და 2 მარცხით, 9-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 19 იანვარს, ისევ შინ, “ჰოოპსთან” ჩაატარებს.
3 ტურის თავზე ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 23.5 ქულა, 15.5 მოხსნა და 1.5 დაფარებაა.