საკალათბურთო სუპერლიგის წევრმა “ქუთაისმა” კიდევ ერთი ლეგიონერი – ხორვატი მცველი ივან მიკულიჩი (სიმაღლე 194 სმ.) შეიმატა. ამ ინფორმაციას Eurobasket.com ავრცელებს.
24 წლის მიკულიჩმა მიმდინარე სეზონი სლოვაკურ “ისკრა სვიტში” დაიწყო, ბოლოს კი ხორვატიის რანგით მე-2 ლიგის სამხრეთ დივიზიონის ლიდერ “იაზინე არბანასში” ირიცხებოდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 10.8 ქულა გახლდათ.
ხორვატ კალათბურთელს სამშობლოში “ვოსტარნიცაში”, “ბორიკ პუნტამიკასა” და “ზადარშიც” უთამაშია, სლოვენიაში კი “ჰოპსი პოლზელას” ღირსებას იცავდა.
ისიც ვთქვათ, რომ თავის დროზე მიკულიჩს ხორვატიის 16 და 20-წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია.