ფეხბურთი

16:00 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდში" უკრაინელი მწვრთნელი ინიშნება

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მწვრთნელად უკრაინელი იური ბაკალოვი ინიშნება. ის ზუგდიდშია და მოლაპარაკებას მართავს ქალაქის მერ ირაკლი გოგოხიასთან და კლუბის გენერალურ დირექტიორ გელა ინალიშვილთან.

ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ დიდი შანსია, დღეს-ხვალ გაფორმდეს.

"ზუგდიდი" ბოლოდან მესამე ადგილზეა უმაღლეს ლიგაში: უსწრებს "საპოვნელასა" და "მერანს".

ბაკალოვს რაც შეეხება, 49 წლის გახლავთ და მწვრთნელად 8 წლის განმავლობაში მუშაობდა კიევის "არსენალში" (სადაც სანდრო კობახიძესაც წვრთნიდა). იქ ჯერ ჭაბუკთა გუნდს თავკაცობდა, მერე ახალგაზრდულს, მერე კი მთავარ გუნდს. ბოლოს ჩერკასის "დნეპრს" წვრთნიდა.

0.134067