ფეხბურთი

12:49 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

„კოლხეთი“ 19 წლის თავდამსხმელით გაძლიერდა

ფოთის "კოლხეთი 1913"-მა 19 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი ცოტნე მესხი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის ფეისბუქგვერდი იტყობინება.

მესხი იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი (17-წლამდელებში 1 გოლიც აქვს გატანილი ლუქსემბურგთან მატჩში). ცოტნემ კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, შემდეგ ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა, სადაც თავის გამოჩენაში ტრავმამ შეუშალა ხელი. ბოლოს ის ოზურგეთის "მერცხალში" გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114055