დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა. ამჯერად, 53:65 – “სანტა კლარასთან”.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 13 წუთში კი 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სან დიეგოს” ვესტ-ქოუსთის დივიზიონში 4-ვე მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 15 იანვარს ორეგონში, “პორტლენდთან” ჩაატარებს.