ფეხბურთი

19:32 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი: “რომასთან” მოგებას ვიმსახურებდით”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა “რომასთან” ფრედ (1:1) დამთავრებული იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ჩემი გუნდი მეორე ტაიმში დომინირებდა და გამარჯვებას იმსახურებდაო.

“კმაყოფილი ვარ, გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვებას იმსახურებდა. “მილანმა” მატჩი ისე დაამთავრა, რომ ფეხბურთელებმა მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. პირველი ათი წუთის შემდეგ, გამოვფხიზლდით და მეორე ტაიმში ვდომინირებდით. იღბალმა გვიმტყუვნა და ამიტომაც ვერ მოვიგეთ შეხვედრა.” – ციტირებს Mediaset-ი სერბის სიტყვებს.

გასულ მატჩში ბურთის ფლობა “მილანის” სასარგებლოდ გახლდათ - 56%-44%. “როსონერიმ” კარისკენ 17 დაარტყა, აქედან კარისკენ 6 ბურთი წავიდა. ანტონიო რუდიგერმა მასპინძლები მე-4 წუთზე დააწინაურა, ხოლო იურაი კუჩკამ 50-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა.

0.119796