ფეხბურთი

22:05 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ელ შაარავის წასვლაზე მუშაობს

“მონაკოს” ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ეწევა აქტიურ საქმიანობას, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე იტალიელ თავდამსხმელ სტეფან ელ შაარავისთვის ახალ კლუბში გადასვლა უზრუნველყოს.

23 წლის ფეხბურთელი “მილანიდან” “მონაკოში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ განათხოვრების წესით გადავიდა. შეთანხმებაში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მონაკოელები ვალდებულნი არიან გამოისყიდონ სტეფანის კონტრაქტი, თუ ის 25 მატჩს ჩაატარებს. მოცემული მომენტისთვის იტალიელის ანგარიშზე 24 თამაშია და “მონაკოს” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებს, რათა საჭირო არ გახდეს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა.

“ელ შაარავი მწვრთნელების გეგმებში არ ჯდება და ჩვენ მის წასვლაზე ვმუშაობთ” - განუცხადა “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა კლუბის ოფიციალურ საიტს.

გუშინ “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ “რომასთან” ელ შაარავის ტრანსფერის საკითხს განიხილავს. რომაელთა გარდა მისი “ჯენოა” და “ლაციო” არიან დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117074