კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს გამოტოვებს. ინფორმაციას ესპანური AS-ი ავრცელებს.
ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი და მას კონკურენციას ხორხე სამპაოლი (ჩილეს ეროვნული ნაკრები) და პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) უწევენ.
ესპანური გრანდის მხრიდან “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალს პრეზიდენტი ხოსეპ მარია-ბართომეუ და ფეხბურთელები ლიონელ მესი, ნეიმარი, დანი ალვეში და ანდრეს ინიესტა დაესწრებიან.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 11 იანვარს ციურიხში გასამართ ცერემონიალს ვერც მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელი და ფეხბურთელები დაესწრებიან. გერმანულმა კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტული მიზეზების გამო მიიღო.